ლალი ქიტიაშვილი
Saturday, August 20, 2011
Monday, August 15, 2011
გაუფრთხილდეთ ტყეს
1. პროექტის სახელი: „გაუფრთხილდეთ ტყეს“
2. პროექტის მთავარი თემა: რას გვირჩევს მოხუცი მეტყევე.
3. პროექტის აქტუალობა: ტყის უმოწყალოდ გაჩეხვას მოჰყვება კატასტროფული მდგომარეობა მომავალში.
4. პროექტის მიზნები: მოსწავლეები იძიებენ ინფორმაციებს, ამზადებენ პლაკატებს, სურათებს, რეკლამებს და აცნობენ მასახლეობას, დგამენ სცენარს და აწყობენ აქციებს.
5. მონაწილეთა ასაკი: 9 წელი.
6. ვადები / ხანგრძლივობა: 3 დღე.
7. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები სწავლობენ ინფორმაციის მოძიებას კომპიუტერში, ეჩვევიან ერთმანეთს და გამოუმუშავდებათ თანამშრომლობისა და პრობლემის გადაჭრის უნარები.
8. პროექტის მსვლელობა/ ძირითადი აქტივობები: I აქტივობა– ჯგუფებში მუშაობა.
I ჯგუფი აგროვებს ინფორმაციას ბუნებრივი ობიექტის, ტყის შესახებ: ფოტოებს, ნახატებს, რეკლამებს პროგრამა word-ში, აფორმებენ ვიზუალურად და აცნობენ მოსახლეობას.
II ჯგუფი აკეთებეს ჩანაწერებს პროგრამა Power point-ში და გამოკვეთენ პრობლემებს, თუ რა მოჰყვება ტყის გაჩეხვას, ასახელებენ დედამიწის ზედაპირის ცვლილებებს; მაგ. ნიადაგის გამოფიტვა, ეროზია და აკეთებენ პრეზენტაციას.
II აქტივობა– მოსწავლეები თავიანთი ფანტაზიით მოიფიქრებენ პატარა ამბავს, მოირგებენ როლებს და გაითამაშებენ სცენარს “ერთგული ტყის მცველი“
III აქტივობა–მოაწყობენ პატარა აქციას და სკოლის ეზოში დარგავენ ნერგებს.
9. საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ბუნებასთან და გეოგრაფიასთან კავშირი.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე შეთხზავს და გაითამაშებს მარტივ სცენებს სხვებთან ერთად. შეუძლია ინფორმაციის მოგროვება და ჩანაწერების გაკეთება.
პროგრამა word- ში და power point–ში.
10. პროექტის ხელმძღვანელი: ლალი ქიტიაშვილი.
11. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: lali.gogaladze@gmail.com
Subscribe to:
Posts (Atom)